|
|
patara lilo |
სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 666 მცხოვრებია.
istoria
პატარა ლილო მეზობელ დაბა დიდ ლილოსთან ერთად ისტორიულად ცნობილი იყო ლილოს სახელწოდებით (პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის წყაროებში). საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა და მეხილეობა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის დიდი ლილოს თემს, 2007 წელს შეუერთდა ქალაქ თბილისს.
პატარა ლილოში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIII–XII საუკუნეების სამაროვანი, ასევე შუა საუკუნეების ქართული და აღმოსავლური მონეტების განძი.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
1800 |
2002 |
663 |
2014 |
666 |
|
| |
მხარე |
თბილისი |
რაიონი |
სამგორი |
კოორდინატები |
41°44`33″ ჩ. გ. 44°54`28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე |
750 მ |
ფართობი |
|
მოსახლეობა |
666 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი |
UTC+4 |
სატელეფონო კოდი |
+995 |
საფოსტო ინდექსი |
|
|
|